ცალკე უნდა მოგიყვეთ როგორ იქმნება ყველა ეს პროგრესული ამბავი შესანიშნავ გუნდთან ერთად ჩვენს ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესში”, თუმცა, ამჯერადაც უპრეცედენტო შესაძლებლობაზე უნდა გიამბოთ!
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესმა” IT მიმართულების ორი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება მოიპოვა: ,,ვებტექნოლოგიები“ და ,,კომპიუტერული ქსელი და სისტემები“. აღნიშნული პროგრამები იმით არის უნიკალური, რომ იგი განხორციელდება ორგვარი მიდგომით. ინტეგრირებული პროგრამა საშუალებას აძლევს საბაზო (IX კლასი) განათლების, ხოლო არაინტეგრირებული პროგრამა სრული (XII კლასი) ზოგადი განათლების მქონე პირებს დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს.
ინტეგრირებული პროგრამა გამორჩეულია იმითაც, რომ მოსწავლე ერთდროულად ხდება პროფესიული განათლების დიპლომისა და სრული ზოგადი განათლების ატესტატის მფლობელი, რაც საშუალებას აძლევს მათ თავიანთი სურვილისამებრ ან დასაქმდნენ ან გააგრძელონ სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
ჩვენი იდეა იყო ამ შესაძლებლობებისთვის ერთ სირვცეში მოგვეყარა თავი და ამიტომაცაა, რომ დღეს სიამაყით გაცნობებთ, ის რაც ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანს, „პროგრესში” შესაძლებელია. ერთ სივრცეში თავმოყრილი სასწავლო მოდულებისა და მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის მეშვეობით კი პროგრამის მსვლელობისას მოსწავლე ერთდროულად ეუფლება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებსა და ბაზარზე მოთხოვნად მაღალანაზღაურებად პროფესიას.
ჩემი მიზანი სკოლის დაარსების დღიდან გულანთებული და განათლებაზე ორიენტირებული ახალგაზრდების პროგრესია, შესაბამისად, აღნიშნულ შესაძლებლობას ვუზიარებთ ყველას, ვისი გზაც წარმატებისაკენ მიმავალია და ვაძლევთ შანსს მოიპოვონ 100%-იანი ან 50%-იანი სასწავლო დაფინანსება.
ზემოხსენებულს დიდი სიხარულით გიზიარებთ, რადგან მჯერა, რომ ამ პროგრამის წარმატებაც ისეთივე გარდაუვალია, როგორც ჩვენთან მყოფი ადამიანების პროგრესი!
გელოდებით!
პატივისცემით,
ნინა ჩიკვაშვილი