2025-04-07
“Forbes women Georgia 2025” - ნინა ჩიკვაშვილმა ქალთა კონფერენციის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
Forbes Women Conference სრულად მიეძღვნა ქალ ლიდერებს, ერთმანეთის გაძლიერებასა და მხარდაჭერას. პანელურ დისკუსიაზე განიხილეს ის უნიკალური პერსპექტივები და სტრატეგიები, რომლებსაც ქალი ლიდერები ქმნიან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებსაც პროცესში აწყდებიან და გააზიარეს წარმატების ისტორიები, რომლებიც მნიშვნელოვანი ინსპირაციაა მომავალი თაობებისთვის.