2025-04-08
ფეხბურთის ტურნირი პროგრესში!
ფეხბურთის ტურნირში ქართული და ამერიკული პროგრამის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 4 გუნდი მონაწილეობდა.
პირველობისთვის ბრძოლაში გუნდებმა საუკეთესო შედეგები დადეს, გამარჯვება კი მოიპოვა გუნდმა სახელწოდებით “მუშკეტერები”, რომელიც ქართული პროგრამის მე-11 კლასის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული.
მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ გუნდებს სერტიფიკატები და მედლები გადაეცა.
ტურნირი ესთეტიკისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა.