ნინა ჩიკვაშვილი მსოფლიოს ლიდერთა შორის!
Global Business Week 2025-ის ფარგლებში, მალდივებზე გამართულ საერთაშორისო ბიზნესისა და განათლების ფორუმზე, პროგრესის ამერიკული სკოლების დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და ბრენდის ავტორი, მსოფლიოს განათლების ლიდერთა და შთამაგონებელ ქალ ლიდერთა შორის დასახელდა.
ნინა ჩიკვაშვილი ხუთ ნომინაციაში გახდა გამარჯვებული:
▪️TOP 25 Leaders in Education
მსოფლიო ლიდერთა ჩამონათვალში – გლობალურ საგანმანათლებლო ეკოსისტემაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის.
▪️TOP 22 Visionary Women in Business
საერთაშორისო აღიარება – ქალთა შორის, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს განათლებისა და ბიზნესის სფეროში.
▪️Startup World Cup 2025 – ჟიურის წევრი
ერთ-ერთი დამფუძნებელი ჟიური მსოფლიო სტარტაპ ჩემპიონატზე – ახალგაზრდული მეწარმეობის მხარდაჭერისთვის.
▪️Certificate of Appreciation — Global Education & Innovation Forum
განსაკუთრებული წვლილი განათლებისა დაინოვაციების განვითარებაში.
▪️Special BOSS Awards — კრისტალური პრიზი
სიმბოლური ჯილდო ლიდერებისთვის, ვინც განათლებას ხედავს როგორც მისიას და არა მხოლოდ პროფესიას.
გთავაზობთ ნინა ჩიკვაშვილის სიტყვას, რომელიც ლიდერობის მნიშვნელობას, განათლების გარდამტეხ ძალასა და საერთო ძალისხმევის შთამბეჭდავ შედეგებს ეხება: „23 წელია ერთად ვწერთ პროგრესის ამბავს – იდეიდან საერთაშორისო აღიარებამდე. დღეს კი, ამ ულამაზეს ადგილას, მალდივებზე, “Global Business Week 2025-ის” ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ლიდერებთან ერთად, განათლების ძალაზე ვსაუბრობ.
წარმოუდგენლად ამაღელვებელია, როცა შენი გზა შთაგონებად იქცევა, შენს გვერდით მდგომ ძლიერ გუნდს კი ხედავენ და აღიარებენ. განსაკუთრებული პატივია ვიყო მათ შორის, ვინც დასახელდა და აღიარეს იმ 25 ლიდერს შორის, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საერთაშორისო საგანმანათლებლო ეკოსისტემაში. მოვხვდი 22 ყველაზე შთამაგონებელ ქალ ლიდერთა რიგებში, რომლებმაც გავლენა მოახდინეს გლობალური ეკონომიკისა და განათლების სფეროზე. ამაღელვებელია იყო TOP 25 წარმატებულ ქალ ბიზნეს ლიდერს შორის და მიიღო სპეციალური ჯილდო საგანმანათლებლო ინოვაციების განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის. ასევე, BOSS Awards-ის სპეციალური კრისტალური პრიზი, რომელიც სიმბოლურად გადაეცემა მხოლოდ იმ ლიდერებს, ვინც განათლებას არა როგორც პროფესიას, არამედ როგორც მისიას უყურებს.
ეს ჯილდოები პირობითია... მე ხომ ვიცი, რა გზა გავიარე, და უფრო – რა გზა გავიარეთ ერთად. მე და ჩემმა გუნდმა ერთად შევქმენით სივრცე, რომელიც მუდამ განახლების, ინოვაციისა და საზღვრების გარღვევის პროცესშია.
ვდგავარ სცენაზე და ხმამაღლა ვამბობ ნელსონ მანდელას სიტყვებს: „განათლება ყველაზე ძლიერი იარაღია, რაც შეგიძლია გამოიყენო სამყაროს შესაცვლელად”. სწორედ ასე ვგრძნობ და მესმის – სხვა არაფერია განათლებაზე ძლიერი. მას აქვს ძალა, გარდაქმნას ადამიანი, საზოგადოება და მომავალი. მე ვემსახურები მხოლოდ განათლებას. მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება ამ გზას მივუძღვენი. და ასე ვხედავ მომავალსაც.
ეს ჯილდოები კი, პირველ რიგში მინდა მივუძღვნა სკოლა პროგრესს – როგორც ბრენდს, ხორცშესხმულ იდეას და პროგრესელებს, რომლებიც ქმნიან მის გულისცემას.
1 წუთით რომ გავჩერდე და უკან მოვიხედო – 23 წელი, ერთი დიდი „flash“-ვით იყო... წლები, შრომა, ღამეები, რთული გადაწყვეტილებები, დაუჯერებელი სიძლიერე და, რაც მთავარია წინსვლა.
ჩვენ ვიყავით პირველები რეგიონში, ვინც თამამად, მოტივირებულად წავიდა წინ. დღეს კი, როცა მსოფლიოში ჩვენი ხმა ისმის, გვისმენენ და ჩვენგან სწავლობენ, ვგრძნობ და ვიცი, რომ ყველაფერი ამად ღირდა.
და ეს მხოლოდ დასაწყისია... ჩვენ გვჯერა განათლების, პროგრესის ძალის და მომავლის, რომელსაც ერთად ვქმნით”.