გაეროს მოდელირებული კონფერენცია პროგრესში
უკვე მეორედ პროგრესის სამივე სკოლის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) მოსწავლეებმა გაეროს მოდელირებულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. პროგრესელები სამი დღის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ თემაზე: „იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები, უსაფრთხოება და კეთილდღეობა“.
კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე თემატური მოხსენებები წარადგინეს სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა:
- ონფლიქტოლოგი- მარი ზაქარაია;
- გაეროს მიგრაციის სააგენტოს მიგრანტთა რესურს ცენტრების კოორდინატორი, IOM - ნანა პაპიაშვილი;
- World Vision საქართველოს გაეროს პროექტების სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი - ბარბარე ასანიძე.
- კონფერენციას ესწრებოდნენ "გაეროს ასოციაცია - საქართველოს" წარმომადგენელი, რატი ფიფია და გაეროს სწავლების პროგრამის ხელმძღვანელი ნანა გოგოხია.
გაეროს მოდელირებული კონფერენცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობის ზუსტი სიმულაციაა. მოსწავლეები თავად ხდებიან იმგვარი პროცესების მონაწილეები, როგორც ხდება გლობალური მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა საერთაშორისო დიპლომატიაში.
პროგრესის სამივე სკოლაში (ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში) აქტიურად ფუნქციონირებს გაეროს კლუბები, რომლის წევრებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობენ.
გაეროს მოდელირებული კონფერენცია პროგრესში ყოველწლიურად იმართება და გაეროს სწავლების პროგრამის ფარგლებში შექმნილი კლუბების ერთ წლიან მუშაობას აჯამებს.
კონფერენცია „გაეროს ასოციაცია - საქართველოს“- თან თანამშრომლობითა და პროგრესის ინოვაციური და არაფორმალური განათლების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
ინოვაციური და არაფორმალური განათლების სამსახური პროგრესის სკოლებში გაეროს კლუბების საქმიანობას ახორციელებს.