2024-12-23
მასწავლებელთა დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონიალი პროგრესელებისთვის!
თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სკოლების მასწავლებლები პროგრესის ყოველწლიურ ღონისძიებას დაესწრნენ.
მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით კი სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილი პედაგოგები საპრიზო ადგილებითა და ფულადი ჯილდოებით დასაჩუქრდნენ.
პროგრესში ორი წელია 360 გრადუსიანი შეფასების მოდელია დანერგილი. პროექტი წელს სამივე სკოლის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) მასშტაბით განხორციელდა, შედეგად 214 მასწავლებელი შეფასდა.
მადლობა პროგრესის წარმატებაში შეტანილი წვლილისა და პროფესიონალიზმისთვის.
მადლობა პროგრესელობისთვის