პროგრესელები გერმანიაში
საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, V-XII კლასის მოსწავლეები გერმანიაში იმყოფებოდნენ.
პროგრესელები დორტმუნდის ტექნიკურ უნივერსიეტეტს ესტუმრნენ და უნივერსიტეტის პროფესორის, ანდრეი სოკოლოვის სემინარი მოისმინეს თემაზე “ხელოვნური ინტელექტი”.
დორტმუნდის უნივერსიტეტი გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელია, რომელიც 1968 წელს დაარსდა. უნივერსიტეტი ცნობილია თავისი ინოვაციური მიდგომებით, მაღალი ხარისხის აკადემიური პროგრამებით მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში.
ვიზიტის ფარგლებში პროგრესელებმა ბოხუმის უნივერსიტეტი და სხვადასხვა სანახაობრივი ადგილები დაათვალიერეს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ყოველწლიურად არაერთ საერთაშორისო გაცვლით პროგრამას ახორციელებს, როგორც ევროპის, ისე ამერიკის მასშტაბით. აღნიშნული პროგრამები უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, განათლებას, რაც მათ პიროვნულ და აკადამიურ განვითარებას უწყობს ხელს.