მკითხველთა და იდეატორთა კლუბები პროგრესში
პროგრესში მკითხველთა და იდეატორთა კლუბებმა დღეს პირველ მსმენელებს უმასპინძლეს.
კლუბში გაწევრიანების შესაძლებლობა აჭარის ნებისმიერი კერძო და საჯარო სკოლის IV-VI კლასის მოსწავლეებს ჰქონდათ.
მკითხველთა კლუბის შეხვედრებზე მოსწავლეები განიხილავენ სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებს, შეხვდებიან მწერლებს, მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებში, მოამზადებენ სხვადასხვა რესურსს წაკითხული ტექსტების მიხედვით, ჩაერთვებიან მრავალფეროვან
აქტივობებში, რაც ხელს შეუწყობს მათი უნარების გაძლიერებას.
იდეატორთა კლუბის საქმიანობა კი ორიენტირებული იქნება პრაქტიკულ, პროექტზე დაფუძნებულ აქტივობებზე: STEM, მეწარმეობა, ფინანსური წიგნიერება, ეკოწიგნიერება, ხელოვნური ინტელექტი, ციფრული უსაფრთხოება. თითოეული მოსწავლე იმუშავებს ორი პროექტზე. პროექტების თემატიკა ინდივიდუალურად დაზუსტდება თითოეულ ჯგუფთან.
პროგრამაში მონაწილეობა სრულად ფინანსდება USAID-ის პროექტის ფარგლებში.