2025-04-17
პროგრესს კემბრიჯის გამოცდებისთვის მოსამზადებელი ცენტრის ოფიციალური სტატუსი მიენიჭა!
პროგრესი უკვე არის კემბრიჯის მიერ ოფიციალურად აღიარებული და ავტორიზებული გამოცდების მოსამზადებელი ცენტრი.
აღნიშნული სტატუსი ჩვენს სკოლას აძლევს უფლებამოსილებას:
- მოამზადოს მოსწავლეები კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებისთვის;
- ჩვენმა პარტნიორმა, კემბრიჯის საგამოცდო ცენტრმა ჩაატაროს გამოცდები ჩვენს ბაზაზე;
- მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაციები.
კემბრიჯის ცენტრის სტატუსი მნიშვნელოვანი აღიარება და წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ადასტურებს რომ პროგრესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი ხარისხის განათლების მიმწოდებელი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.
კემბრიჯის გამოცდები ჩვენს სკოლაში მიმდინარე სასწავლო წელს, მაისში ჩატარდება.