გაეროს მოდელირებული კონფერენცია პროგრესში
“ხელოვნური ინტელექტის მომავალი, მისი რეგულირება და ეთიკური გამოყენება” პროგრესში გაეროს რიგით მე-3 მასშტაბური კონფერენცია ჩატარდა
გაეროს მოდელირებული კონფერენცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობის ზუსტი სიმულაციაა. მასში მონაწილეობის დროს მოსწავლეები თავად ხდებიან ისეთი პროცესების მონაწილეები, რომელიც საერთაშორისო დიპლომატიაში გლობალური მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას გულისხმობს.
კონფერენციის ფარგლებში, დაჯილდოვდა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული დელეგატები:
* საუკეთესო დელეგატი
- საბა მამულაძე (ბათუმი)
- ინა ლაკლაკიშვილი (ქუთაისი)
- დავით ოსეფაიშვილი (ქუთაისი)
- ლიზი ლომსანიძე (ბათუმი)
* საუკეთესო პოზიციის განაცხადი
- გუგა ავალიშვილი (ქუთაისი)
- ნიცა გვარაკიძე (ქუთაისი)
- ნიკოლოზ მაკალათია (ბათუმი)
- ნინო ლაკლაკიშვილი (ქუთაისი)
- ლილე ჟორჟოლიანი (ქუთაისი)
- ნიკოლოზ გაჩეჩილაძე (ქუთაისი)
* განსაკუთრებული შექება
- ანდრია მაკალათია (ბათუმი)
- მარიამ გოგინავა (ქუთაისი)
- ნიკოლოზ ბაღდასარიანი (თბილისი)
- ანასტასია ხვედელიძე (თბილისი)
- საბა სიორდია (ქუთაისი)
პროგრესის სამივე ფილიალში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ფუნქციონირებს გაეროს სწავლების კლუბები.
კლუბის წევრობა მოსწავლეს უპირატესობას ანიჭებს დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილ სხვადასხვა კონფერენციებში.
გაეროს კლუბის წევრობა ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს. ამის ნათელი მაგალითია მე-11 კლასის მოსწავლე ნია ხაჭაპურიძე — რომელმაც იტალიისა და ნიუ იორკის გაეროს მოდელირებულ კონფერენციებში მონაწილეობით საპატიო ტიტული მოიპოვა და ამჯერად სამდივნოს წევრის სტატუსით წარსდგა.
კონფერენცია ინოვაციური და არაფორმალური განათლების სამსახურის ორგანიზებითა და „გაეროს ასოციაცია საქართველოს“-თან თანამშრომლობით ჩატარდა.