Registration for first graders has begun!
ჩვენი სკოლა პროგრესელებს სთავაზობს ამერიკული და ქართული პროგრამების არჩევის შესაძლებლობას, თანამედროვე სასწავლო გარემოსა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ განათლებას.
თუ ამერიკული განათლება თქვენი არჩევანია, მაშინ გაეცანით ჩვენს უპირატესობებს:
- ინგლისურენოვანი სასწავლო გარემო - დაწყებითი საფეხურიდან იწყება ინგლისური ენის ცოდნისა და კომუნიკაციის უნარების განვითარება;
- ამერიკული დიპლომი - თუ მოსწავლე ჩვენს ამერიკულ პროგრამაზე აკეთებს არჩევანს, სწავლის დასრულების შემდეგ ამერიკულ საერთაშორისო დიპლომს ღებულობს. პროგრესს ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს “College Board-ის”ავტორიზაცია აქვს, ასევე, აკრედიტირებულია ამერიკის სააკრედიტაციო სააგენტოს "AdvancED"-ის მიერ.
- ქართული დიპლომი - ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სწავლების დასრულების შემდეგ მოსწავლე სახელმწიფო ატესტატს ღებულობს;
- ამერიკული პროგრამის უპირატესობა - ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამების გავლის შემდეგ მოსწავლე აბარებს საგნობრივ AP გამოცდებს, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებშია აღიარებული კრედიტებად!
- კოგნიტური და აკადემიური განვითარება - სწავლება დაფუძნებულია კვლევასა და ექსპერიმენტზე, რაც ხელს უწყობს ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას;
- ქართული ენისა და ლიტერატურის გაძლიერებული სწავლება - კითხვის, წერითი უნარებისა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებისთვის;
- დამატებითი ენების შესწავლის შესაძლებლობა;
- მათემატიკის გაძლიერებული, ინტერაქტიული სწავლება პრობლემების გადაჭრისა და რიცხვითი უნარების გაღრმავებისთვის;
- STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება, მათემატიკა) აკადემიის შესაძლებლობება;
- გლობალური შესაძლებლობები, გაცვლითი პროგრამები და პროექტები;
- დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამები, ზამთრისა და საზაფხულო ბანაკები ამერიკასა და ევროპაში;
- კვალიფიციურ პედაგოგიურთა რესურსი - მასწავლებლები, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ თავიანთ პროფესიულ განვითარებაზე;
მოსწავლე 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით თუ გახდება 6 წლის, მას აქვს შანსი გახდეს ჩვენი სკოლის მოსწავლე.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://shorturl.at/RBBfL
გადადგი პირველი ნაბიჯი პროგრესისკენ და გახდი მომავლის ლიდერი!
ადგილები შეზღუდულია, დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 595 641 272
