International Women's Day! A Great Educational History Created from One Woman's Idea
8 მარტი ჩემთვის მხოლოდ თარიღი არ არის.
ეს არის დღე, როდესაც კიდევ ერთხელ ვაცნობიერებ, რამდენად ძლიერია ქალი, როგორც გაზაფხული, რომელიც ყოველ წელს ახერხებს ზამთრის შემდეგ დაბრუნებას, სინათლის მოტანას და სამყაროს თავიდან აყვავებას.
ქალი არის პირველობა.
ქალი არის ლიდერობა.
ქალი არის სიძლიერე, რომელიც ხშირად მშვიდად, შეუმჩნევლად, მაგრამ მტკიცედ ცვლის სამყაროს.
დღეს, როდესაც ჩემს ცხოვრებას და იმ გზას ვუყურებ, რომელიც გავიარე, ყველაზე მეტად ვგრძნობ მადლიერებას იმ ქალების მიმართ, რომლებმაც ბრძოლით, თანადგომითა და ერთობით შექმნეს ის, რასაც დღეს ვხედავთ.
24 წლის წინ დაწყებული გზა დღეს ჩამოყალიბდა ძლიერ საგანმანათლებლო კორპორაციად. პროგრესის ამერიკული სკოლები უკვე სამ ქალაქში ქმნის თანამედროვე განათლების სტანდარტს და ათასობით ოჯახთან ნდობაზე დაფუძნებულ პარტნიორობას წლების განმავლობაში პროგრესის ამერიკულმა სკოლებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რეგიონული საგანმანათლებლო ეკოსისტემის განვითარებაში, შექმნეს სანდო რეპუტაციის კაპიტალი და ნდობის ძლიერი მოდელი. თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნით, საერთაშორისო პროგრამების დანერგვით, ასობით პროფესიონალის დასაქმებითა და ადგილობრივი საზოგადოებისათვის მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით. და ეს ყველაფერი არის ერთი ქალის ისტორია, რომელიც რეალურად ბევრი ძლიერი ქალის გუნდური ისტორია გახდა.
მე მჯერა ქალების ძალის.
მჯერა იმ ქალების, რომლებიც ზამთარს გადიან, მაგრამ მაინც ახერხებენ გაზაფხულად დაბრუნებას.
მჯერა იმ ქალების, რომლებიც როგორც პირველი ყვავილები, ყველაზე რთულ ნიადაგშიც კი პოულობენ ძალას ამოსვლისთვის და აყვავებისთვის.
ალბათ სწორედ ასეთია განათლების შექმნის გზაც. ის ყოველთვის იწყება იდეით, რომელსაც ჯერ მხოლოდ ერთი ქალი ხედავს რწმენით, რომელიც ყოველდღიურ შრომაში ძლიერდება და ადამიანებით, რომლებიც ამ იდეას გულით ეთანხმებიან. როცა დღეს ამ გზას ვუყურებ, ვხედავ არა მხოლოდ სკოლებსა და კამპუსებს ვხედავ ადამიანებს, თაობებს, მომავალს, რომელიც სწორედ განათლების ძალით იწერება.
პროგრესის ამერიკულ სკოლებში ჩვენ მხოლოდ წარმატებულ მოსწავლეებს არ ვზრდით, ჩვენ ვზრდით ძლიერ გოგონებს, რომლებიც ხვალინდელი ძლიერი ქალები გახდებიან. გოგონებს, რომლებიც საკუთარ შესაძლებლობებს საზღვრებს არ უსვამენ და დღეს იკვალავენ გზას მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისკენ. მრავალი მათგანი სრულად დაფინანსებული სტიპენდიებით აგრძელებს სწავლას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში და იქიდანაც აგრძელებს იმ ისტორიის წერას, რომელიც აქ, პროგრესში დაიწყო რწმენით, განათლებითა და შრომით.
ჩვენ ვზრდით ქალებს მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში. ვზრდით ქალებს ინჟინერიაში, მედიცინაში, ეკონომიკაში, ხელოვნებაში, განათლებასა და საზოგადოებრივ ლიდერობაში. ვზრდით ქალებს, რომლებიც არა მხოლოდ წარმატებას აღწევენ, არამედ ქმნიან ახალ იდეებს, ახალ ცოდნას და ახალ შესაძლებლობებს. რადგან როცა განათლებას იღებს ქალი, სინამდვილეში ძლიერდება მთელი საზოგადოება. და როცა გზა ეძლევა ერთ ქალს, ამ გზაზე უკვე ბევრ სხვა ქალსაც შეუძლია გაბედულად იაროს.
და სწორედ ამიტომ, პროგრესის ეს გზა ახლა განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის. თბილისში დაიწყო ახალი ეპოქა. დიღომში შენდება 2 ჰექტარზე განთავსებული ახალი საგანმანათლებლო კამპუსი, რომელიც გააერთიანებს საბავშვო ბაღიდან უნივერსიტეტამდე უწყვეტ საგანმანათლებლო სისტემას .ეს არის რეგიონში ინფრასტრუქტურულად და აკადემიურად უკონკურენტო საგანმანათლებლო სივრცე, სადაც გაერთიანდება სკოლა და უნივერსიტეტი საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო გარემოში. სწავლება ეფუძნება American (AP) advanced education მოდელს, რაც უზრუნველყოფს აკადემიური ხარისხის მაღალ სტანდარტს და გლობალურ ორიენტაციას. კამპუსი მოიცავს 11 სრულად აღჭურვილ ლაბორატორიას (მათ შორის NASA და STEAM მიმართულებებით), მშბლებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სივრცეებს (Co-working and Fitness ცენტრი) ბოტანიკურ საგანმანათლებლო სივრცეს, თეატრალურ კლუბს, საერთაშორისო სტანდარტის საცურაო აუზსა და მრავალფუნქციურ სპორტულ ინფრასტრუქტურას. ეს არ არის უბრალოდ ახალი შენობა, ეს არის ცოდნის ეკოსისტემა, სადაც ბავშვი ადრეული ასაკიდან იღებს სისტემურ, თანმიმდევრულ და გლობალურ განათლებას.
ბათუმში უკვე გვაქვს ახალი სასკოლო კამპუსი, 1000 მოსწავლეზე გათვლილი, „ანაგი განათლებასთან“ პარტნიორობით-15 მილიონი ლარის ინვესტიცია განათლებაში. კამპუსი, რომელიც ამერიკული საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისად არის მოწყობილი და გამოირჩევა თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, აჭარის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე საგანმანათლებლო სივრცეს წარმოადგენს.
ქუთაისში სექტემბრიდან იხსნება პროგრესის ამერიკული სკოლების მეორე კამპუსი, AMERICAN ADVANCED ELEMENTARY SCHOOL რომელიც განკუთვნილია K-Year 4 ასაკობრივი მოდელისთვის (3–9 წელი) და წარმოადგენს ადრეული და დაწყებითი განათლების სრულად ინტეგრირებულ საგანმანათლებლო გარემოს. პარალელურად, უკვე არსებული კამპუსი აგრძელებს ფუნქციონირებას K-12 მოდელით, რაც უზრუნველყოფს განათლების უწყვეტ აკადემიურ გზას სკოლამდელი ასაკიდან სრულ ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურამდე.
სკოლებში სასწავლო პროცესი ეფუძნება ორ პარალელურ აკადემიურ პროგრამას, საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმას და ამერიკულ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას, რაც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ კონკურენტუნარიანი განათლება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. სწავლება მიმდინარეობს ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად, რაც ბავშვებს ადრეული ასაკიდან აძლევს გლობალურ აკადემიურ გარემოსთან ადაპტაციის შესაძლებლობას. ჩვენი საგანმანათლებლო მოდელი ეფუძნება ჰოლისტიკურ მიდგომას, სადაც აკადემიური ცოდნა, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი უნარები და პიროვნული განვითარება ერთ მთლიან სისტემად არის გააზრებული. პროგრესის ამერიკული სკოლები დასავლეთ საქართველოში პირველი საერთაშორისო, ზოგადსაგანმანათლებლო, წინასაუნივერსიტეტო სკოლაა, რომელიც ქმნის განათლების უწყვეტ აკადემიურ ჯაჭვს და უზრუნველყოფს მყარ კავშირს მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებთან.
და როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები დიდი ცვლილებები ხშირად იწყება ერთი იდეით… და ერთი ქალის გამბედაობით.
როგორც ამბობენ „ქალს შეუძლია იქ შექმნას გზა, სადაც ჯერ ბილიკიც კი არ არსებობს.“ მაგრამ მე ვიცი, ეს გზა არასოდეს იქმნება მარტო. ორივე მხარეს ყოველთვის დგანან ქალები, მხარდაჭერით, ერთგულებით, ბრძოლით და სიძლიერით.
ძვირფასო ქალებო,
ჩვენ ვართ სინათლე, რომელიც გზებს ანათებს.
ჩვენ ვართ სიძლიერე, რომელიც მომავალს ქმნის.
ჩვენ ვართ გაზაფხული, რომელიც სამყაროს მუდმივად ახლებურად აყვავებს.
გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!
გისურვებთ პირველობას, ლიდერობას, შემოქმედებით ძალას და იმ სინათლეს, რომელიც თქვენს გზასაც გაანათებს და სხვებისთვისაც გახდება გზამკვლევი.
სიყვარულით და რწმენით,
ნინა ჩიკვაშვილი
