International scientific success of the progressives!
ჩვენმა მოსწავლეებმა ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირის (IYNT) მსოფლიო რაუნდში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს!
შეჯიბრში ევროპისა და აზიის თითქმის 20 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა — თითოეული საკუთარი ქვეყნის ჩემპიონი.
IYNT 12–16 წლის მოსწავლეებს მკვლევრებად ჩამოყალიბებაში ეხმარება: ისინი აყალიბებენ ჰიპოთეზებს, ატარებენ ექსპერიმენტებს, აანალიზებენ შედეგებს და საკუთარ დასკვნებს „სამეცნიერო ბრძოლებში“ იცავენ.
ვამაყობთ ახალგაზრდა პროგრესელი მეცნიერებით, რომლებმაც ცოდნა და შრომა საერთაშორისო წარმატებად აქციეს!
