American Schools of Progress: Strategic Development and a New Educational Era in Georgia
თანამედროვე სამყაროში განათლება მხოლოდ ცოდნის გადაცემას აღარ ნიშნავს, არამედ წარმოადგენს სივრცეს, სადაც ყალიბდება აზროვნება და ხედვა. სწორედ ამ პრინციპზე დაფუძნდა პროგრესის ამერიკული სკოლების იდეა, რომელიც დღეს უკვე ძლიერ საგანმანათლებლო სისტემად ჩამოყალიბდა და სამ ქალაქში ათასობით ოჯახთან თანამშრომლობს. როგორც ნინა ჩიკვაშვილი აღნიშნავს, მისი საქმიანობის მთავარი მიზანი განათლების ხარისხისა და აზროვნების კულტურის გარდაქმნაა.
"მრავალი წლის განმავლობაში რეგიონში არსებობდა დიდი დეფიციტი ისეთი საგანმანათლებლო სივრცეების, რომლებიც ბავშვს მხოლოდ აკადემიურ ცოდნას კი არ აძლევს, არამედ კრიტიკულ აზროვნებას, გლობალურ ხედვასა და პიროვნულ თავდაჯერებასაც უყალიბებს", – ნინა ჩიკვაშვილი, პროგრესის ამერიკული სკოლების დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და ბრენდის ავტორი.
პროგრესის ამერიკული სკოლები სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ შეიქმნა. პროექტის იდეა ეფუძნება ხედვას, რომ სკოლა უნდა იყოს სისტემა, რომელიც ბავშვებს მომავლისთვის ამზადებს და არამხოლოდ გამოცდებისთვის. ამ მიზნით თავიდანვე შეიქმნა საგანმანათლებლო გარემო, სადაც აკადემიური სტანდარტი, საერთაშორისო პროგრამები, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა და ძლიერი გუნდი ერთიან ეკოსისტემად მუშაობს.
როგორც ნინა აღნიშნავს, იდეის საფუძველი პირადი რწმენა გახდა, რომ განათლება არის სფერო, სადაც ინვესტიცია ყოველთვის ამართლებს. სწორედ ამ რწმენამ განსაზღვრა მისი გადაწყვეტილება, ახალგაზრდულ ასაკში დაეწყო საკუთარი გზა განათლების სფეროში.
"როცა 21 წლის ასაკში იწყებ ნულიდან, რეალურად არ ქმნი მხოლოდ ბიზნესს, შენ ქმნი საკუთარ თავს".
ნინა გვიყვება, რომ იმ პერიოდში არ არსებობდა დიდი კაპიტალი ან მზა რესურსები, თუმცა არსებობდა მკაფიო ხედვა: საქართველოში უნდა ყოფილიყო სკოლა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის, თანამედროვე და სისტემური განათლების კულტურას შექმნიდა.
"მიზანი იყო ბაზარზე სრულიად განსხვავებული კონცეფციის შემოტანა, სკოლა, რომელიც არ იქნებოდა მხოლოდ სასწავლო დაწესებულება, არამედ ბრენდი, კულტურა, აზროვნების სტანდარტი და ძლიერი კორპორაცია".
მიაჩნია, რომ ნებისმიერი ახალი პროექტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ნდობის მოპოვებაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ახალ საგანმანათლებლო ინსტიტუციას ეხება და მისი დამფუძნებელი ახალგაზრდაა. ასეთ დროს საზოგადოებაში ბუნებრივად ჩნდება კითხვა, შეძლებს თუ არა ეს პროექტი გრძელვადიან განვითარებას.
თავდაპირველად ყველაფერი მცირე მასშტაბის იყო, გუნდი, ინფრასტრუქტურა და რესურსები. თუმცა, როგორც ნინა ამბობს, თავიდანვე მთავარი აქცენტი კეთდებოდა არა სწრაფ შედეგზე, არამედ ხარისხსა და რეპუტაციაზე დაფუძნებული სისტემის შექმნაზე.
დღეს პროგრესის ამერიკული სკოლები უკვე ოპერირებს სამ ქალაქში, თანამშრომლობს ათასობით ოჯახსა და ასობით თანამშრომელთან. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნდობა ორგანიზაციის ყველაზე ძლიერი კაპიტალია.
"ლიდერობა არის პროცესი, რომელიც მოითხოვს სისტემურ აზროვნებას, სწორ ადამიანებს, გამძლეობასა და პასუხისმგებლობას. არ დაელოდოთ იდეალურ დროს. დაიწყეთ იქ, სადაც ხართ; იმ რესურსით, რაც გაქვთ; მაგრამ იმ ხედვით, სადაც გინდათ იყოთ.
ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც შესაძლებლობას ხედავს იქ, სადაც სხვები რისკს ამჩნევენ. ეს არის ადამიანი, რომელიც ქმნის სისტემას, რომელსაც მის გარეშეც შეუძლია განვითარება. ქმნის ეკოსისტემას, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანებზე, ინდუსტრიასა და მომავალზე".
საქმიანობაში ყველაზე დიდი ინსპირაცია მომავალი თაობაა. ნინას თქმით, განსაკუთრებული მოტივაცია მაშინ ჩნდება, როდესაც ხედავ, როგორ აღმოაჩენენ ბავშვები საკუთარ შესაძლებლობებს და როგორ ყალიბდებიან ლიდერებად.
"სწორედ ასეთ მომენტებში აცნობიერებ, რომ შენი საქმიანობა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ორგანიზაციის მართვა, ეს არის წვლილი ქვეყნის მომავალი ინტელექტუალური კაპიტალის შექმნაში".
დღეს პროგრესის ამერიკული სკოლები უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ძლიერი საგანმანათლებლო კორპორაცია, რომელიც სამ ქალაქში ქმნის თანამედროვე განათლების სტანდარტს და ათასობით ოჯახთან ნდობაზე დაფუძნებულ პარტნიორობას აშენებს.
თბილისში განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. დიღომში შენდება 2 ჰექტარზე განთავსებული ახალი საგანმანათლებლო კამპუსი, რომელიც გააერთიანებს საბავშვო ბაღიდან უნივერსიტეტამდე უწყვეტ საგანმანათლებლო სისტემას. პროექტი მიზნად ისახავს შექმნას რეგიონში ინფრასტრუქტურულად და აკადემიურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საგანმანათლებლო სივრცე, სადაც სკოლა და უნივერსიტეტი საერთაშორისო სტანდარტების გარემოში გაერთიანდება.
სწავლება ეფუძნება American (AP) Advanced Education მოდელს, რომელიც აკადემიური ხარისხის მაღალ სტანდარტს და გლობალურ ორიენტაციას უზრუნველყოფს. კამპუსი მოიცავს 11 სრულად აღჭურვილ ლაბორატორიას, მათ შორის NASA-სა და STEAM მიმართულებებს.
სივრცე ასევე მოიცავს მშობლებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სამუშაო და დასასვენებელ ზონებს, Co-working და Fitness ცენტრს, ბოტანიკურ საგანმანათლებლო სივრცეს, თეატრალურ კლუბს, საერთაშორისო სტანდარტის საცურაო აუზსა და მრავალფუნქციურ სპორტულ ინფრასტრუქტურას.
განვითარება აქტიურად მიმდინარეობს ბათუმშიც. აქ უკვე აშენდა ახალი სასკოლო კამპუსი, რომელიც 1000 მოსწავლეზეა გათვლილი და "ანაგი განათლებასთან" პარტნიორობით განხორციელდა. პროექტი განათლებაში 15 მილიონი ლარის ინვესტიციას წარმოადგენს და აჭარის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე საგანმანათლებლო სივრცედ მიიჩნევა.
განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო ქუთაისშიც. სექტემბრიდან იხსნება პროგრესის ამერიკული სკოლების მეორე კამპუსი, American Advanced Elementary School, რომელიც განკუთვნილია K-Year 4 ასაკობრივი მოდელისთვის (3-9 წელი) და წარმოადგენს ადრეული და დაწყებითი განათლების სრულად ინტეგრირებულ საგანმანათლებლო გარემოს.
ამასთან, არსებული კამპუსი აგრძელებს ფუნქციონირებას K-12 მოდელით, რაც უზრუნველყოფს განათლების უწყვეტ აკადემიურ გზას სკოლამდელი ასაკიდან სრულ ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურამდე.
სასწავლო პროცესი სკოლებში ეფუძნება ორ პარალელურ აკადემიურ პროგრამას – საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმასა და ამერიკულ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას. ეს მოდელი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მიიღონ კონკურენტუნარიანი განათლება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
სწავლება მიმდინარეობს ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად, რაც ბავშვებს ადრეული ასაკიდან აძლევს გლობალურ აკადემიურ გარემოსთან ადაპტაციის შესაძლებლობას. საგანმანათლებლო მოდელი ეფუძნება ჰოლისტიკურ მიდგომას, სადაც აკადემიური ცოდნა, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი უნარები და პიროვნული განვითარება ერთიან სისტემად არის გააზრებული.
პროგრესის ამერიკული სკოლები დასავლეთ საქართველოში პირველი საერთაშორისო, ზოგადსაგანმანათლებლო, წინასაუნივერსიტეტო სკოლაა, რომელიც ქმნის განათლების უწყვეტ აკადემიურ ჯაჭვს და უზრუნველყოფს მყარ კავშირს მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებთან.
წლების განმავლობაში სკოლებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რეგიონული საგანმანათლებლო ეკოსისტემის განვითარებაში, შექმნეს სანდო რეპუტაციული კაპიტალი და ნდობაზე დაფუძნებული ძლიერი მოდელი.
თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნით, საერთაშორისო პროგრამების დანერგვით, ასობით პროფესიონალის დასაქმებითა და ადგილობრივი საზოგადოებისათვის მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, ეს საგანმანათლებლო სისტემა დღეს უკვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში განათლების განვითარების პროცესში.
