უნიფორმა
შენი სკოლის ფორმა - შენი ფერი სამყაროში!
პროგრესელები სკოლის ლოგოთი ბრენდირებულ ნარინჯისფერ და მუქი ლურჯი ფერის უნიფორმას ატარებენ. პირველიდან მე-9 კლასის ჩათვლით ფორმის ტარება სავალდებულოა. მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს კი ამერიკული სკოლის სტანდარტების გათვალისწინებით, ფორმის ტარების ვალდებულება არ აქვთ, თუმცა მათი ჩაცმულობა შეესაბამება ეთიკურ მოთხოვნებს და სკოლის შინაგანაწესს.
მოსწავლეებს როგორც ზაფხულის, ასევე, ზამთრისთვის განკუთვნილი ფორმის მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ. ნარინჯისფერი და მუქი ლურჯი ფერის სასკოლო ფორმა (პერანგი, ქვედაბოლო, ჟილეტი, შარვალი, პიჯაკი, ქუდი და სხვა აქსესუარები) დახვეწილი და ელეგანტურია.
სასკოლო ფორმა აერთიანებს ბავშვებს - ყველა მოსწავლე თანასწორია. ასევე, აკმაყოფილებს მოზარდის ბუნებრივ მოთხოვნილებას - სასკოლო თემისადმი მიკუთვნებულობის განცდას. ფორმიანობა განამტკიცებს სასწავლო დისციპლინას, მოსწავლეს ეხმარება პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებაში, აჩვევს წესრიგს და ამცირებს ბულინგის რისკებს.
სასკოლო ფორმის ტარების აუცილებლობა აღიარებულია მშობელთა და მასწავლებელთა მიერ. ფორმა აერთიანებს სკოლის საზოგადოებას, ხელს უწყობს კორპორატიულობის განცდის ჩამოყალიბებას.