უნიფორმა
შენი სკოლის ფორმა - შენი ფერი სამყაროში!
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესში“ სტუდენტები სიამაყით ატარებენ სკოლის ბრენდირებული ლოგოთი გაფორმებულ ნარინჯისფერ და მუქი ლურჯი შეფერილობის მქონე უნიფორმას. ჩვენთან სასკოლო ფორმა ხარისხის ნიშანია და მისი ტარება სავალდებულოა პირველიდან მეცხრე კლასის ჩათვლით. ჩვენ პრესტიჟული ამერიკული საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს მეტ თავისუფლებას ვთავაზობთ. მათ შეუძლიათ თავად შეარჩიონ საკუთარი სამოსი ეთიკური მოთხოვნებისა და სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად.
ჩვენი მოსწავლეები ყველა სეზონისთვის ყურადღებით შერჩეულ უნიფორმას ატარებენ. ზაფხულში მსუბუქ, კომფორტულ და მოხერხებულ სამოსს, ხოლო ზამთარში კი კარგად მორგებულ, თბილ ტანსაცმელს. ჩვენი კოლექცია მოიცავს ელეგანტური დიზაინის პერანგს, ქვედაბოლოს, ჟილეტს, შარვალს, პიჯაკს, ქუდსა და სხვა დახვეწილ აქსესუარებს. თითოეული მათგანი ზუსტად აღწერს სასკოლო სულისკვეთებას.
ესთეტიკის მიღმა სასკოლო ფორმა ქმნის ერთიანობის მყარ შეგრძნებას, გარემოს სადაც ყველა მოსწავლეს აქვს ძლიერი მიკუთვნებულობის შეგრძნება. ეს კი თავის მხრივ აძლიერებს სასწავლო დისციპლინას, აყალიბებს პასუხისმგებლობის შეგრძნებას, მოსწავლეებს აჩვევს წესრიგსა და ამცირებს სოციალური გარიყვისა თუ ბულინგის რისკებს.
უნიფორმის არსებობას როგორც მასწავლებლები ასევე მშობლები უჭერენ მხარს. ისინი აღიარებენ ფორმის გავლენასა და მნიშვნელობას დინამიური, კულტურული, მტკიცე სასკოლო იდენტობისა და სოციუმის ჩამოყალიბების პროცესში.