პროგრესის საზაფხულო ბანაკში მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო
გახდი საზაფხულო სკოლის მონაწილე, გაატარე ზაფხულის 10 ყველაზე შემეცნებითი და სახალისო დღე პროგრესის საზაფხულო ბანაკში - გოდერძის უღელტეხილზე და გამოიყენე შესაძლებლობა მოიპოვო სამი გრანდიოზული პრიზიდან ერთ-ერთი:
- 8-12 წლის ასაკობრივ ჯგუფში — ლონდონის საზაფხულო სკოლის სრული დაფინანსება;
- 13-15 წლის ასაკობრივ ჯგუფში — პროგრესის ნებისმიერ პროგრამაზე სწავლის 50%-იანი დაფინანსება;
- 16-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში — პროგრესის High School-ის პროგრამის (მე-11-12 კლასი) სრული დაფინანსება.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
პროგრესის საზაფხულო ბანაკი სამი ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებისთვისაა:
- 8-12 წელი;
- 13-15 წელი;
- 16-18 წელი.
ბანაკში მონაწილეობა შეუძლია ყველა მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ მოზარდს, რომელსაც სურვილი აქვს ჯანსაღ და სასიამოვნო გარემოში გაიუმჯობესოს ინგლისური ენის, კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარები და მიიღოს ღირებული ცოდნა მომავალი პროფესიების შესახებ.
რა გელოდება პროგრესის საზაფხულო ბანაკში?
- სახალისო მეცნიერებები, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, კოდინგი) და მათემატიკა;
- ინგლისურენოვანი დებატები;
- კინო ჩვენებები და დისკუსიები;
- სპორტული და ინტელექტუალური აქტივობები;
- გუნდური აქტივობები;
- ლიდერობის ტრენინგები;
- სამაგიდო და ინტელექტუალური თამაშები;
- გასვლითი აქტივობები;
- და რაც მთავარია, ბევრი გართობა და წვეულებები.
საზაფხულო სკოლის მიზანია, ბავშვების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა უსაფრთხო და პროგრესულ გარემოში, სადაც გათვალისწინებულია მათი ასაკობრივი თავისებურებები და ინტერესის სფეროები. პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეთა აკადემიური, ენობრივი და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას.
ტრანსპორტირება და საცხოვრებლით უზრუნველყოფა
საზაფხულო ბანაკის ფარგლებში საორგანიზაციო ჯგუფის მიერ უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლეთა ტრანსპორტირება - საზაფხულო სკოლის დანიშნულების ადგილამდე. ბანაკის მონაწილეები იმგზავრებენ უსაფრთხოდ და კომფორტულად, რომელებსაც თან ეხლება ჯგუფის ლიდერი მასწავლებელი.
- მძღოლებს აქვთ ბავშვთა ჯგუფების გადაყვანის მრავალწლიანი გამოცდილება;
- ტრანსპორტს გავლილი აქვს სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება;
- ტრანსპორტში სავარძლების რაოდენობა პროპორციულია ბანაკის მონაწილეთა რაოდენობის;
- ტრანსპორტი აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარების ინვენტარით;
- ტრასპორტი აღჭურვილია ცეცხლმაქრით და სხვა საჭირო ნივთებით.
პროგრესის საზაფხულო ბანაკის ლოკაციაა გოდერძის უღელტეხილი, სასტუმრო არსიანი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა საჭირო სტანდარტს:
- საცხოვრებელი ოთახები აღჭურვილია ინდივიდუალური სველი წერტილებით, ცენტრალური გათბობა/ გაგრილების სისტემით, ხანძარ საწინააღმდეგო სენსორებით და სხვა ყველა საჭირო და აუცილებელი ინვენტარით.
- საცხოვრებელი სივრცის, როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრი (გარდა საძინებლებისა და სველი წერილებისა) აღჭურვილია ვიდეო სამეთვალყურეო უსაფრთხოების კამერებით.
- საცხოვრებელი სივრცის სრულ პერიმეტრზე გამართულად ფუნქციონირებს უსადენო ინტერნეტი (WI-FI);
- საცხოვრებელი სივრცე სრულიად აკმაყოფილებს ხანძარ საწინააღმდეგო პროტოკოლს, სივრცეში გვხვდება ცეცხლმაქრები, საევაკუაციო გასასვლელი, საევაკუაციო გეგმა, ბუნებრივი ან მხუთავი აირის გაჟონვის დასადგენი ავტომატური სისტემა;
- მონაწილეთა ოთახებში გადანაწილებისას გათვალისწინებულია მათი სქესი და ასაკი.
უსაფრთხოების მიზნით ჯგუფის ლიდერ მასწავლებელთან ერთად ადგილზე იქნებიან ექიმი და ფსიქოლოგი.
საზაფხულო სკოლის თარიღები და ღირებულება
განხორციელების თარიღი: 1 - 10 ივლისი (9 ღამე და 10 დღე)
ფასი ერთ მოსწავლეზე: 2200 ლარი
ღირებულებაში შედის ტრანსპორტირება, სასტუმროში განთავსება, სამჯერადი კვება და სასწავლო პროგრამა.
პროგრესული ზაფხული შენს ცხოვრებაში შეიძლება გარდამტეხი იყოს –მზად ხარ თავგადასავლებისთვის?!