რას ნიშნავს „პროგრესელობა“
პროგრესელობა ნიშნავს უწყვეტ და მუდმივ სწრაფვას განვითარებისა და ინოვაციებისადმი, ულიმიტო შესაძლებლობების შექმნასა და მხარდაჭერას. პროგრესი არის ის ადგილი, სადაც უყვართ და ეხმარებიან, სადაც აძლიერებენ თითოეულ პიროვნებას და სადაც გუნდურობის, კოლეგიალურობის, ჯანსაღი კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების გამომუშავება ხდება. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს მოსწავლეებს მოახდინონ სრულფასოვანი რეალიზება და დარჩნენ წარმატებაზე ორიენტირებულნი.