საგანმანათლებლო ტური ფინეთსა და ესტონეთში 2026
განვითარება მოგზაურობით
თარიღი: 20–26 მაისი
ასაკი: 13–18 წელი
პროგრესის ამერიკული სკოლები TEaM-ის გუნდთან თანამშრომლობით, იწყებს რეგისტრაციას უნიკალურ საგანმანათლებლო მოგზაურობაში მონაწილეობის მისაღებად.
საგანმანათლებლო ტური ფინეთსა და ესტონეთში განკუთვნილია იმ მოსწავლეებისთვის, ვისაც სურს:
- • გაიგოს, როგორ მუშაობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საგანმანათლებლო სისტემა
- • აღმოაჩინოს საერთაშორისო შესაძლებლობები
- • საკუთარი მომავლის დაგეგმვა დაიწყოს დღესვე
ეს არ არის უბრალოდ მოგზაურობა. ეს არის:
- • საგანმანათლებლო ექსპედიცია
- • საერთაშორისო კავშირების დამყარების შესაძლებლობა
- • პროფესიული ორიენტაციის პრაქტიკული გამოცდილება
- • კულტურულ-ისტორიული აღმოჩენებით სავსე თავგადასავალი
ჰელსინკი (ფინეთი) განათლებისა და ინოვაციის ცენტრი
ფინეთის დედაქალაქში მოსწავლეები გაეცნობიან თანამედროვე საგანმანათლებლო ეკოსისტემას და ინოვაციურ მიდგომებს განათლებაში.
ვიზიტი თანამედროვე ტექნოლოგიურ ჰაბში OODI
- ციფრული ტექნოლოგიები
- მედია ლაბორატორიები
- ინტერაქტიული ვორკშოპები
- შემოქმედებითი სახელოსნოები
მონაწილეები პრაქტიკულად ნახავენ, როგორ შეიძლება ბიბლიოთეკა გადაიქცეს იდეების, ტექნოლოგიებისა და შემოქმედების ცენტრად.
შეხვედრები საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან
- სემინარი სწავლებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ
- დიალოგი სკოლისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან
- ახალგაზრდული შესაძლებლობები ორგანიზაცია Rotary International-ის ქსელში
არაფორმალური განათლება და მდგრადი განვითარება
- ENO, როგორ თანამშრომლობენ სკოლები მსოფლიო მასშტაბით მდგრადი განვითარების პროექტებში
- GUTSY GO, ახალგაზრდების ინიციატივები ქალაქებისა და საზოგადოების გასაუმჯობესებლად
ისტორია, არქიტექტურა და კულტურა
- ჰელსინკის ისტორიული უბანი Kruununhaka
- კლდეში ნაკვეთი ტაძარი Temppeliaukio Church
ფინური კულტურის გაცნობა
ტრადიციული ფინური დესერტის korvapuusti-ს და ყავის დაგემოვნება ისტორიულ კაფეში Kappeli.
? ჰელსინკიდან ტალინში საზღვაო მოგზაურობა (ბალტიის ზღვის გავლით)
ტალინი - შუასაუკუნეების ქალაქი და ტექნოლოგიური ჰაბი
Old Town City Game
სასწავლო გასეირნება ტალინის ძველ ქალაქში თამაშის ფორმატში ისტორიული, მათემატიკური და არქიტექტურული ამოცანებით.
საზღვაო მუზეუმი Seaplane Harbour
- გემები და წყალქვეშა ნავები
- ინტერაქტიული ექსპონატები
- ტექნოლოგიური დემონსტრაციები
ისტორიული თავდაცვითი მარშრუტი
- Bastion Tunnels
- Kiek in de Kök
ხელოვნება და კრეატიულობა Kumu
საგანმანათლებლო პროგრამა და პრაქტიკული დავალებები თანამედროვე ხელოვნების სივრცეში.
ვიზიტი ტალინის უნივერსიტეტი-ში
შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.
რას მიიღებს მონაწილე:
- • გაეცნობა ევროპის განათლების მოდელს
- • განივითარებს დამოუკიდებლობასა და გუნდური მუშაობის უნარს
- • გაიფართოებს საერთაშორისო ხედვას
- • მიიღებს პროფესიული ორიენტაციის პრაქტიკულ გამოცდილებას
- • დაამყარებს ახალ მეგობრულ და პროფესიულ კავშირებს
ეს არის პროგრამა, რომელიც აერთიანებს განათლებას, კულტურას, ტექნოლოგიას და თვითგანვითარებას.
პროგრამის ღირებულებაში შედის:
- • სასტუმროებში ცხოვრება და ორჯერადი კვება
- • ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით
- • ქვეყნებს შორის ტრანსპორტირება
- • კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამა
- • კვალიფიციური ხელმძღვანელების თანხლება
ღირებულება და რეგისტრაცია:
პროგრამის ღირებულება: 1600 ევრო (ავიაბილეთის გარეშე)
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 31 მარტი
