ინტელექტუალური კლუბი რა? სად? როდის?
წლებია აქტიურად ფუნქციონირებს ინტელექტუალური კლუბი რა? სად? როდის?, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ:
- აიმაღლონ ინტელექტუალური ცოდნის დონე;
- განვითარდნენ წიგნიერების მიმართულებით;
კლუბის მუშაობის მიზანია:
- სკოლაში წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება;
- მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება;
- მოსწავლეების ერთმანეთთან დაახლოება სასწავლო პროცესისგან განსხვავებულ გარემოში;
- ინტელექტუალური ცოდნის განვითარების პროპაგანდა;
- მოსწავლეთა თვითრეალიზაციის პროპაგანდა.
კლუბის სამუშაო პროცესი დაგეგმილია პრაქტიკული აქტივობებით სამი ასაკობრივი კატეგორიისთვის/კლასებისთვის:
- III-IV;
- V-VII;
- VIII-XI.
კლუბის ფარგლებში მოსწავლეები სარგებლობენ მათთვის შექმნილი, საჭიროებაზე მორგებული ,,შეკითხვების ბანკით“.