ეროვნული სასწავლო პროგრამა
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან თანხვედრაშია და სკოლის მისიას, ხედვას და ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენს მოსწავლეებს ვთავაზობთ ინოვაციურ, მაღალი ხარისხის ეროვნულ და ამერიკულ განათლებას თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. სწავლების თანამედროვე მეთოდები მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ შემუშავდა. კვალიფიციური პედაგოგები და სპეციალისტები კი უზრუნველყოფენ ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების წარმატებულ ფუნქციონირებას, რომელიც სწავლების ხარისხზე და დადებით შედეგებზეა ორიენტირებული.