„ჩემს თავს თავიდანვე ვუთხარი ილიას სიტყვები - „ბედსა თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა”.
„ჩემს თავს თავიდანვე ვუთხარი ილიას სიტყვები - „ბედსა თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა”. გადავწყვიტე რომ ჩემი ბედი თავად შემექმნა, რომელიც აუცილებლად იქნებოდა პროგრესული უკეთესი ფინანსური მდგომარეობისთვის და რაც ყველაზე მთავარია, წარმატებული კარიერისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ რამდენადაც საჭიროა ფინანსები კარიერისთვის და კარიერა ფინანსებისთვის, იმდენად საჭიროა მათ შორის ბალანსი, რომ ერთმა მეორეს არ სძლიოს. ეს კარგად გავიაზრე და მივხვდი, თუკი ამ მისიას ვერ შევასრულებდი ვერც პროგრესამდე მოვიდოდი.
ჰოდა, სწორედ მაშინ ვუთხარი ჩემს თავს: „ნინა ამ ცხოვრებაში თუ რაიმეს ან ვინმეს უნდა ენდო, ეს პროგრესია-მეთქი.” მას მერე პროგრესის ერთგული ვარ, არ მიღალატია.
ამ და სხვა უამრავ კითხვას პასუხი იმ გზაზე გავეცი, რომელსაც შემდგომ - ნარინჯისფერი გზა ანუ “პროგრესი” ვუწოდე.
გავკადნიერდები და გეტყვით, რომ „პროგრესის” მაგალითი ნათელი ილუსტრირებაა თუ როგორ შეიძლება თანაარასებობდეს ფინანსები და კარიერა ისე, რომ ორივე ერთდროულად აღიქმებოდეს როგორც ერთად, ისე დამოუკიდებელ აქტორებად.
თავის დროზე პროგრესი მზისფრად დავინახე და ასე აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში პროგრესი ნარინჯისფრად. იმისათვის, რომ ამ ნარინჯისფერ გზაზე დაგანახოთ რა როლი ჰქონდა ფინანსებსა და კარიერას გადავწყვიტე ეს ამბავი მოგიყვეთ”. - ნინა ჩიკვაშვილი
14 სექტემბერს „ფინანსებისა და კარიერის ფორუმი 2024” გაიმართა. საინტერესო მომხსენებლებს შორის ნინა ჩიკვაშვილმა კი ისაუბრა თემაზე - „ნარინჯისფერი გზა ანუ პროგრესი”.