პროფესიულ პროგრამებზე დოკუმენტების მიღება დაიწყო
თუ არაინტეგრირებულ პროგრამაზე ხართ რეგისტრირებული უნდა წარმოადგინოთ
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
მინიმუმ საშუალო(12 კლასი) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ( ატესტატი; დიპლომი) ასლი , ცნობა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის შესახებ.
წვევამდელი მიღწეული აპლიკანტი (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) ვალდებულია წარმოადგინოს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ინტეგრირებული პროგრამის შემთხვევაში:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ან ცნობა საბაზო საფეხურის დაძლევის შესახებ.
არასრულწლოვანო აპლიკანტის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:
საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
აპლიკანტის დაბადების მოწმობის ასლი;
წვევამდელი მიღწეული აპლიკანტი (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) ვალდებულია წარმოადგინოს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საჭიროების შემთხვევაში მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა).
აპლიკანტმა, რომელმაც უცხოეთში/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღო განათლება, უნდა წარმოადგინოს:
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი მიღებული განათლების აღიარების შესახებ.
შეგახსენებთ საბუთების მიღება 15 ნოემბრამდე გაგრძელდება