საერთაშორისო საკვალიფიკაციო გამოცდა TKT
ინგლისური ენის პედაგოგებმა საერთაშორისო საკვალიფიკაციო გამოცდა TKT-ისთვის მომზადება დაიწყეს.
მასწავლებლები პირველ სემინარზე უკვე იმყოფებოდნენ.
სემინარის მიზანი:
✔️ინგლისური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარება და გაძლიერება ენობრივი კომპონენტებისა და სწავლების მეთოდების მიმართულებით, ინგლისური ენის სწავლების კონტექსტში;
✔️TKT გამოცდისთვის მომზადება.
რა არის საერთაშორისო საკვალიფიკაციო გამოცდა TKT?
TKT (Teaching Knowledge Test) სწავლების უნარის გამოცდაა. მისი მიზანია იმ უნარ-ჩვევათა შეფასება, რომლებიც ინგლისური ენის მასწავლებლებს ესაჭიროებათ სხვა ენებზე მოსაუბრე ადამიანებისთვის საერთაშორისო ენის (ინგლისური) წარმატებით შესასწავლად.
TKT-ის ჩაბარება პედაგოგებს ენის სწავლების დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ უვადო კვალიფიკაციას ანიჭებს. აღნიშნული გამოცდა შემუშავებულია კემბრიჯის მიერ.
მოსალოდნელი შედეგები:
✔️გაზრდილი ენობრივი კომპეტენცია მასწავლებლებში;
✔️გაუმჯობესებული, ეფექტური სწავლების მეთოდები;
✔️სასწავლო რესურსების შემოქმედებითად გამოყენება;
✔️განვითარებული საგამოცდო უნარები;
✔️გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის დამკვიდრება;
ინგლისური ენის დეპარტამენტის გუნდი მზადაა კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესოს ჩვენი მოსწავლეების ენობრივი უნარები და მიაწოდოს მათ უმაღლესი დონის საერთაშორისო განათლება.