2 კვირიანი საზაფხულო ბანაკო ლონდონში!
პროგრესის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები გრინვიჩის უნივერსიტეტის საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ.
სწავლა+გართობა+მოგზაურობა - ამ ფორმულით შექმნილი საზაფხულო ბანაკის მრავალფეროვანი პროგრამა მოიცავდა:
ინგლისური ენის ინტენსიურ კურსს;
ლონდონის ღირსშესანიშნაობების მონახულებას, ისტორიული ადგილებსა და უნივერსიტეტებში ვიზიტს;
კვალიფიციური ლიდერების მეშვეობით, მრავალფეროვან კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობას.
პროგრესის გუნდს დიდ ბრიტანეთში, ლონდონში მოკლევადიანი პროგრამების განხორციელების 15 წლიანი გამოცდილება აქვს.