ისწავლე Front-end დეველოპმენტის პროფესიულ პროგრამაზე დისტანციურად, სრული დაფინანსებით
გამოიყენე შესაძლებლობა ისწავლო სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, დისტანციურად Front-end დეველოპმენტის პროგრამა .
ვის შეუძლია პროგრამაზე სწავლა?
პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება.
რა არის საჭირო პროგრამაზე მოსახვედრად?
საჭიროა 25 სექტემბრამდე გაიაროთ რეგისტრაცია ოფიციალურ პლატფორმაზე vet.emis.ge და გაიაროთ შიდა მოტივაციური გასაუბრების ეტაპი.
რეგისტრაციისას წარმოქმნილი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ -577 08 29 07, ან გვეწვიოთ მისამართზე - ვ.შამილაძის ქ. 30 და თავად დაგარეგისტრირებთ.
რატომ Front end დეველოპმენტის პროგრამა?
- სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო;
- შეგიძლია ისწავლო დისტანციურად;
- სწავლის დასრულების შედეგ შეგიძლია დასაქმდე პროფესიით ან გახდე თვითდასაქმებული.
პროგრამის მიზანი- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის - Front-end დეველოპერის მომზადება, რომელიც ფლობს ვებ გვერდის მომხმარებლის ინტერფეისისა და ინტერაქტიული ვებ გვერდის შექმნის უნარ-ჩვევებს, შეძლებს განახორციელოს ვებ გვერდის ოპტიმიზაცია, ვებ პროექტის ვერსიების კონტროლი და უზრუნველყოფს საკუთარ პროფესიული განვითარებას.
1. პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:
- შექმნას ვებ გვერდის მომხმარებლის ინტერფეისი;
- შექმნას ინტერაქტიული ვებ გვერდი;
- განახორციელოს ვებ გვერდის ოპტიმიზაცია;
- განახორციელოს ვებ პროექტის ვერსიების კონტროლი;
- უზრუნველყოს საკუთარი პროფესიული განვითარება.
2. სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოდულები:
- ვებ გვერდის მარკირება და სტილებით გაფორმება;
- ვებ გვერდის სტილიზაცია Sass/scss პრე პროცესორის და Tailwind ფრეიმვორკის გამოყენებით ;
- ვებგვერდის ინტერაქტიულობისა და ეფექტების შექმნა JavaScript-ის საშუალებით;
- დინამიური ვებგვერდის შექმნა typescript-ის საშუალებით;
- ვებგვერდის ინტერაქტიულობისა და ეფექტების შემუშავება React-ის საშუალებით;
- ვებ გვერდის ოპტიმიზაცია;
- ვერსიების კონტროლი Git ტექნოლოგიის გამოყენებით;
- დარგობრივი ინგლისური ენა Front-end დეველოპმენტისთვის;
- პრაქტიკული პროექტი;
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენება;
- უცხოური ენა ( ინგლისური ენა);
3. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
- სრული საშუალო განათლება
4. სწავლის ხანგრძლივობა:
- 12 თვე;
5. განხორციელების მეთოდი:
- დისტანციური სწავლება.