პროგრესის გუნდი “Bees” საქართველოს Diamond Challenge-ის საერთაშორისო ფინალზე წარადგნეს.
სკოლა პროგრესი არის სივრცე, სადაც მოსწავლეები ყოველდღე ქმნიან საკუთარ წარმატების ისტორიებს. სწორედ მათი მიღწევები აყალიბებს პროგრესს, როგორც ლიდერს საერთაშორისო თუ ადგილობრივ ასპარეზზე. ამ ფაქტს ადასტურებს ის, რომ მხოლოდ 2024-2025 წლებში პროგრესელებმა მოიპოვეს 55-ზე მეტი პირველი ადგილი საერთაშორისო პროექტებში და ეს მაჩვენებელი დღემდე მზარდია.
ბოლო დროს ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსი, სადაც პროგრესელებმა მაღალი შედეგი აჩვენეს, იყო Diamond Challenge. კონკურსის რეგიონალურ ფინალში იასპარეზა პროგრესელების სამმა გუნდმა, რომელთაგანაც გუნდი "Bees" პირველი ადგილის მფლობელად დასახელდა.
Diamond Challenge არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამეწარმეო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც შექმნილია Delaware-ის უნივერსიტეტის Horn Entrepreneurship პროგრამის ფარგლებში. 2012 წლიდან დღემდე კონკურსში მონაწილეობა მიიღო 126 ქვეყნიდან 16,000-ზე მეტმა მოზარდმა.
კონკურსის მონაწილეები ავითარებენ ბიზნეს ან სოციალური ინოვაციის იდეებს, რომლებსაც წარუდგენენ გამოცდილ მენტორებს. კონკურსი კულმინაციას აღწევს Limitless World Summit-ით, Delaware-ის უნივერსიტეტში გამართული რამდენიმედღიანი ღონისძიებით, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდა ინოვატორები ერთმანეთს შეეჯიბრებიან $100,000-იანი საპრიზო ფონდის მოსაპოვებლად.
პროგრესის გუნდმა რეგიონალურ ფინალში გამარჯვება მოიპოვა პროექტით - Bee Venom Extraction Process Management and Control System, რომელიც ფოკუსირებულია ფუტკრის შხამის მოპოვების პროცესის ეფექტიან მართვასა და კონტროლზე და აერთიანებს ინოვაციასა და სოციალურ პასუხისმგებლობას.
გამარჯვებული გუნდის წევრები:
- • ლაზარე ჩაჩუა.
- • ეთუნა ვეკუა.
- • ლიზა აბაშიძე.
- • კესო ფეიქრიშვილი.
ეს გამარჯვება ნიშნავს, რომ საქართველოს Diamond Challenge-ის საბოლოო ეტაპსა და საერთაშორისო ასპარეზზე სწორედ პროგრესის გუნდი წარადგენს. ისინი ამჟამად ემზადებიან კონკურსის ფინალური ეტაპისთვის - Limitless World Summit-ისთვის, რომელიც 2026 წლის 23-24 აპრილს დელავერის უნივერსიტეტში გაიმართება.
გავიგოთ, თუ როგორია გუნდის წევრების მოლოდინები ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობის შესახებ:
ეს წარმატება პროგრესის სამეწარმეო მიმართულების მნიშვნელოვანი შედეგია. პროგრესი არის სივრცე, სადაც იდეები რეალურ პროექტებად იქცევა და მოსწავლეები მნიშვნელოვანი ცვლილებების ავტორებად ყალიბდებიან.
ვუსურვებთ გუნდ "Bees"-ს ღირსეულ გამოსვლას საერთაშორისო ასპარეზზე და კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას!
