პროგრესის ამერიკული სკოლის ახალი კამპუსის საზეიმო გახსნა ქუთაისში
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, გაძლიერებული ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი სივრცე აერთიანებს თანამედროვე STEM ლაბორატორიებს, გარე და შიდა სპორტულ მოედნებს, რეკრეაციულ ზონებს, ბიბლიოთეკასა და შემოქმედებით სახელოსნოებს, საერთაშორისო, ამერიკულ და Cognia-ს ხარისხის სტანდარტებსა და ორენოვან სწავლებას. ინოვაციური, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და მომავლისთვის საჭირო უნარები ადრეული ასაკიდან განივითარონ.
