გერმანული ენის კვირეული პროგრესში!
ზარი გერმანულ ენაზე და ამავე ენაზე ამღერებული პროგრესელები - უცხო ენების დეპარტამენტმა კვირეულის ფარგლებში შემოქმედებითი აქტივობები განახორციელა.
პროგრესელებს ტელეხიდის მეშვეობით კომუნიკაცია ჰქონდათ გერმანიაში მცხოვრებ გერმანული ენის მასწავლებელთან ნადია ბლუსტთან. მოსწავლეებს საკუთარი თავის წარგენისა და პრაქტიკის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.
ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით კი კონფერენცია ჩატარდა თემაზე “მე მიყვარს ფეხბურთი”. მოსწავლეებმა ისაუბრეს სპორტზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე. ასევე, შედგა ფეხბურთის მატჩი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩართულობით.
პროგრესელებმა გერმანული ენის მასწავლებლების მიერ მოწყობილ გერმანული სიმღერების ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა.
ლექსები გერმანულ ენაზე - კვირეულის ფარგლებში პოეზიის საღამოც გაიმართა.
შემოქმედებითად დატვირთული ერთი კვირა სხვადასხვა აქტივობებით, სახალისო ჯგუფური და ინდივიდუალური თამაშებით გამოირჩეოდა, რაც მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას იწვევდა.