2024-06-19
პროგრესელების კონფერენცია ხულოს მუნიციპალიტეტის მასწავლებლებისთვის!
პროგრესელების კონფერენცია ხულოს მუნიციპალიტეტის მასწავლებლებისთვის!დაწყებითი განათლების დეპარტამენტის პედაგოგები ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მასწავლებლებს შეხვდნენ. ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე, პროგრესელებმა კოლეგებს თანამედროვე მეთოდების დანერგვის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს. გასვლითი ღონისძიების მიზანი პედაგოგების პროფესიული გაძლიერება, მხარდაჭერა და გამოცდილებების გაზიარება იყო. კონფერენცია პროგრესის ინიციატივითა და ხულოს მერიის რესურსცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.