წარმატებული STEM პროექტების პრეზენტაციები
პროგრესის STEM აკადემიის ხელმძღვანელობით შექმნილი ინოვაციური პროექტების ავტორებმა სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაციები წარმოადგინეს.
პროგრესელების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა გუნდი Starfish, რომელიც მიმდინარე ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის ფინალიშია პროექტით: “ეკომეგობრული ჭკვიანი სათევზაო ფერმები”.
წარმატებული პროექტების წარდგენას პროგრესის ამერიკული საერთაშორისო სკოლების (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და ბრენდის ავტორი, ნინა ჩიკვაშვილი ესწრებოდა.
თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით პროგრესი არის ინოვატორი სკოლა, სადაც ყველა საჭირო რესურსითა და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი STEM ლაბორატორია მოეწყო.
პროფესორ დავით სონღულაშვილის ვირტუალურ-რეალური ლაბორატორიის მეშვეობით კი მოსწავლეები ინტენსიურად ქმნიან ინოვაციურ, სამყაროსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებს.
სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული პროექტების წარმატება მენტორის, უტა კილასონიასა და მარეხ მაზანაშვილის, ასევე, STEM პროექტების ხელმძღვანელის, დავით სონღულაშვილისა და პროგრესული მოსწავლეების ერთობლივი შრომის შედეგია.