2024-10-18
აჭარის განათლების მინისტრის ვიზიტი პროგრესში
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი პროგრესს ეწვია.
მინისტრმა სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, პროგრესის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა. ასევე, გაეცნო სასწავლო პროცესებს, არაფორმალური განათლების წრეების მუშაობასა და სპორტულ აქტივობებს.
შეხვედრას ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, გოჩა დავითაძე ესწრებოდა.
აღსანიშნავია რომ ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი 2024 სასწავლო წლიდან (სექტემბერი) ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაშია.