2024-12-26
Progress Basketball League - საკალათბურთო ლიგის მეორე სეზონი პროგრესში
ჩემპიონატი 16 წლამდელებს შორის იმართება და მასში 60 სპორტსმენი მონაწილეობს, რომელთაც შესაბამისი გუნდების მაისურები გადაეცათ.
ლიგა ხანგრძლივი შეჯიბრია, 6 გუნდის ჩართულობით პროცესი დაახლოებით 4-5 თვე გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში ხდება გამარჯვებული გუნდებისა და საუკეთესო მოთამაშეების გამოვლენა.
ბავშვთა საკალათბურთო ლიგა ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესისა და Progress Basketball Academy-ს ინიციატივითა და მხარდაჭერით შეიქმნა.
კალათბურთით დაინტერესებული პირებისთვის ლიგაში თამაში შანსია, ჰქონდეთ რეგულარული ვარჯიშები და შეჯიბრებები, რაც მოსწავლეებს საკუთარი უნარების რეალიზების შესაძლებლობას მიცემს.