2023-09-01
1 სექტემბრიდან კალათბურთის აკადემია, PROGRESS BASKETBALL ACADEMY ვარჯიშებს განაალებს.
ამერიკული სტანდარტების გათვალისწინებით შედგენილი პროგრამის მიხედვით, მსურველები კვირაში სამი დღე თანამედროვე, კეთილმოწყობილ და უსაფრთხო სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ.
ბავშვებისთვის კალათბურთის თითოეული სექცია დაყოფილია ასაკობრივ ჯგუფებად (6-7-დან 14 წლამდე). წელს კლუბი 2013, 2017 წელს დაბადებულ მოსწავლეებსაც მიიღებს.
Progress Basketball Academy-ს აჭარის ნაკრებების მთავარი მწვრთნელი, საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების სამწვრთვნელო შტაბის წევრი და აჭარის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენელი ჯაბა ბაქრაძე ხელმძღვანელობს.
ვარჯიშის დრო: 18:00, 19:00, 20:00 საათი