ინგლისური ენის კვირეული პროგრესში!
პროგრესელებს შემოქმედებითი, ინტერაქტიული და პრაქტიკული აქტივობებით დატვირთული 1 კვირა ჰქონდათ.
დღე #1 - ლიტერატურის დღე!
შემოქმედებითი წერის კონკურსიის ფარგლებში, მოსწავლეებმა გუნდურად შექმნეს მოკლე მოთხრობები სპეციალური ელემენტების გამოყენებით: პერსონაჟი, გარემო, დრო, პრობლემა, მიზანი და შედეგი.
ასევე, წარმოადგინეს პრეზენტაციები ინგლისურენოვან ავტორებზე და ნაწარმოებებზე.
დღე #2 - კულტურის დღე!
პროგრესელებმა შეისწავლეს და წარმოადგინეს ინგლისურენოვანი ქვეყნების კულტურული ასპექტები - ტრადიციები, საკვები, მუსიკა, სპორტი და ღირსშესანიშნაობები.
ასევე, ნახეს ინგლისურენოვანი ფილმის ნაწყვეტები და იმსჯელეს მათ შინაარსზე, თემატიკასა და კულტურულ ელემენტებზე, შემდეგ კი შექმნეს საკუთარი სცენარი ფილმის გასაგრძელებლად.
დღე #3 - თამაშებისა და ინტერაქტიული აქტივობების დღე!
პროგრესელებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახალისო ენობრივ თამაშებში - ანაგრამები, სიტყვების ჯაჭვი, ტაბუ და სწრაფი კითხვა-პასუხი. შექმნეს და წარმოადგინეს მოკლე დრამატული სკეჩები ინგლისურ ენაზე, რითაც გააუმჯობესეს საუბრის უნარები და შემოქმედებითი შესაძლებლობები.
დღე #4
კვირეულის დასასრულს, მოსწავლეებმა წარმოადგინეს საუკეთესო ნამუშევრები და დაჯილდოვდნენ შემდეგ კატეგორიებში:
- საუკეთესო შემოქმედებითი ნამუშევარი;
- საუკეთესო მეტყველება;
- საუკეთესო გუნდური მუშაობა;
- ყველაზე აქტიური მონაწილეობა.
ინგლისური ენის კვირეულმა შექმნა ინტერაქტიული გარემო - მოსწავლეები ენის შესწავლის პროცესში სახალისო და შემოქმედებითი გზით ერთვებოდნენ. კვირეულის აქტივობებმა ხელი შეუწყო კულტურათაშორისი ცნობიერების ამაღლებას და პრაქტიკული ენობრივი უნარების გაძლიერებას. აქტივობები დაეხმარა მოსწავლეებს არა მხოლოდ ენის ცოდნის გაღრმავებაში, არამედ ლიდერობის, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაშიც.
კვირეული საუკეთესო შესაძლებლობაა ჩვენი მოსწავლეებისთვის, რათა გააუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა, კომუნიკაციის უნარები და შეისწავლონ ინგლისურენოვანი ქვეყნების კულტურა მრავალფეროვანი, ინტერაქტიული და სახალისო აქტივობების მეშვეობით.
კვირეულის მიზანი:
- ინგლისური ენის პრაქტიკული გამოყენების წახალისება რეალურ კომუნიკაციურ სიტუაციებში;
- შემოქმედებითი აზროვნებისა და წერის უნარების განვითარება;
- კულტურათაშორისი ცნობიერების ამაღლება;
- გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარების გაძლიერება;
- მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა ინგლისური ენის შესწავლის მიმართ;
- პრეზენტაციის, დისკუსიისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება;
- მედია წიგნიერების გაუმჯობესება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
ორგანიზატორი: ინგლისური ენის დეპარტამენტი.