ინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებული პირებისთვის მოტივაციური გასაუბრებები იწყება
გასაუბრება უნდა გაიაროს ყველა აპლიკანტმა, რომელიც დარეგისტრირებულია პროგრამაზე - კომპიუტერული ქსელი და სისტემები.
გასაუბრების კონკრეტული საათი აპლიკანტს შეუძლია იხილოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გვერდზე: vet.emis.ge
ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამაზე სწავლება 2 წლიანია და მასზე დაიშვება საბაზო განათლების მქონე პირი. სწავლა შეუძლია იმ პირსაც, რომლიც მიმდინარე წელს მე-10 კლასს ასრულებს. დიპლომი გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან.
პროფესიულის დიპლომით კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს უმაღლესს სასწავლებელში, მათ შორის, საზღვარგარეთ, ასევე, დასაქმდეს ნებისმიერ სახელმწიფო ან კერძო კომპანიაში კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ტექნიკოსად.
სწავლა დაიწყება 2025 წლის 15 სექტემბერს.