2025-07-01
პროფესიულ პროგრამებზე დოკუმენტაციის მიღება დაიწყო
თუ თქვენ მოიპოვეთ ინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ ჩარიცხვის უფლება უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
- აპლიკანტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ცნობა საბაზო საფეხურის დაძლევის შესახებ;
არასრულწლოვანი აპლიკანტის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:
- საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- აპლიკანტის დაბადების მოწმობის ასლი;
- წვევამდელი მიღწეული აპლიკანტი (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) ვალდებულია წარმოადგინოს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საჭიროების შემთხვევაში მზრუნველობის შესახებ მშობლის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა).
ყველა საჭირო დოკუმენტაცია აუცილებლად უნდა წარმოადგინოთ 15 ივლისამდე.
საბუთები მიიღება მატერიალური სახით
ქ. ბათუმი, ვ.შამილაძის N30
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +995 577082907