ახალი პარტნიორობა, ახალი შესაძლებლობები!
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესსა და გერმანიის ჰამბურგის სახელმწიფო გიმნაზიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი-ბათუმის დირექტორმა, ნანა ჩარექიშვილმა და შტრუენსეს გიმნაზიის დირექტორმა, ფრანკ ბერენდმა მოაწერეს.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს მოსწავლეებისა და მასწავლებლების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას.
პროგრესს პარტნიორობის ფარგლებში შტრუენსეს გიმნაზიის დირექტორი ფრანკ ბერენდი , მათემატიკის მასწავლებელი კარინ ზაქმანი და ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ნეგლერი სტუმრობდნენ.
პროექტის ხელმძღვანელია გერმანული ენის მასწავლებელი დარინა ართმელაძე.

