სკოლის ისტორია
„ამერიკული განათლება შენს ქალაქში“ – პროგრესის სკოლების ეს სლოგანი უკვე 22 წელია სამ სკოლას აერთიანებს საქართველოს სამ ქალაქში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 22 წელია უწყვეტად ინარჩუნებს ლიდერი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელს და ასევე, უწყვეტად, მაღალი ხარისხით სთავაზობს მოსწავლეებს ამერიკული სტანდარტისა და ხარისხის განათლებას. შესაბამისი აკრედიტაცია სკოლებს მინიჭებული აქვს ამერიკული საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანოს, Cognia-ს (Advanced) მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრესელებს სკოლის დასრულებისას ორმაგი, როგორც სახელმწიფო, ასევე, ამერიკული (საერთაშორისოდ აღიარებული) ატესტატი გადაეცემა.
2014-15 წლიდან „პროგრესს“ ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს „College Board“-ის მიერ მინიჭებული ავტორიზაციით კი უფლება აქვს ადმინისტრირება გაუწიოს შემდეგ პროგრამებს: AP, PSAT, SAT, SAT subjects, ACT, GR აღნიშნული პროგრამების ავტორიზაცია პროგრესელებს საშუალებას აძლევს მოემზადონ ამერიკული წინასაუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და სკოლაშივე ჩააბარონ ის გამოცდები, რომელთაც მსოფლიოს უნივერსიტეტებში კრედიტებად აღიარებენ. დასავლეთ საქართველოში ექსკლუზივი „პროგრესს“ ეკუთვნის – ერთადერთი სკოლაა, რომელმაც ინგლისურენოვანი პროგრამის აკრედიტაცია წარმატებით გაიარა.
გაცვლითი პროგრამები პროგრესის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სკოლა წლებია აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს საგანმანათლებლო ბაზარზე წარმატებით მოღვაწე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე უნივერსიტეტებთან და ინსტიტუტებთან. გაფორმებული აქვს მემორანდუმები, საერთაშორისო, ადგილობრივ საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან.
ქუთაისი
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის პირველი კამპუსი 2002 წელს, ქალაქ ქუთაისში გაიხსნა. თანამედროვე მიდგომებითა და სტანდარტებით შექმნილი სკოლის იდეა ნინა ჩიკვაშვილს ეკუთვნის.
სასწავლო გეგმის მიხედვით პროგრესი პირველი კერძო სკოლა იყო დასავლეთ საქართველოში, რომელიც ხელს უწყობდა ინგლისურის, როგორც მეორე ენის სწავლებას, აგრეთვე მათემატიკასა და მეცნიერების ინგლისურ ენაზე სწავლებას. STEM საგნების ინგლისურ ენაზე შესწავლის პირველობაც სწორედ სკოლა პროგრესს ეკუთვნის. ამჟამად სკოლაში 800 მოსწავლე ირიცხება.
ბათუმის შესახებ
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის ბათუმის ფილიალი 2016 წელს ოფიციალურად გაიხსნა. 2022 სასწავლო წელი კი ახალ კამპუსში განახლდა. 800 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე, ამერიკული სტანდარტის კამპუსი მოწყობით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და ინფრასტრუქტურით აჭარის რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულებაა. პროგრესი დასავლეთ საქართველოში პირველი საერთაშორისო, ზოგადსაგანმანათლებლო, წინასაუნივერსიტეტო სწავლების სკოლაა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს განათლების უწყვეტ კავშირს უმაღლეს საერთაშორისო უნივერსიტეტებთან და ამის გარანტიას პროფესიონალთა გუნდი და მრავალფეროვანი პროგრამები იძლევა.
პროგრესის ყველა ფილიალში და მათ შორის ბათუმშიც სწავლება ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით მიმდინარეობს. შესაბამისად, კურსდამთავრებულებს ქართულთან ერთად ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი გადაეცემათ.
თბილისის შესახებ
გამართულმა და უწყვეტმა აკადემიურმა სწავლებამ, სწავლის სტანდარტისა და ეფექტიანობის კიდევ უფრო მეტად ამაღლებამ, ბაზარზე სანდო და ცნობადი რეპუტაციის შენარჩუნებამ და გაძლიერებამ დამფუძნებელს მისცა მოტივაცია 2015 წელს პროგრესის ფილიალი თბილისში გაეხსნა. მისია აქაც უცვლელი იყო - მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა და ამერიკის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების ხელშეწყობა.