ბრენდის ისტორია
თანამედროვე მეთოდებისა და ინოვაციების დანერგვით ცნობილი ლიდერი საგანმანათლებლო დაწესებულება მაღალი ხარისხის ეროვნული და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისს განათლებას სთავაზობს მოსწავლეებს.
პირველი სკოლა ქუთაისში 2002 წელს ნინა ჩიკვაშვილმა დააფუძნა. ამერიკული განათლების მიღების შესაძლებლობა კი შემდეგ წლებში თბილისისა და ბათუმის მოსწავლეებისთვის შექმნა.
პროგრესი გამორჩეული ნარინჯისფერი ლოგოთია ცნობილი, რომელიც მზის, ენერგიის, წარმატების, სიცოცხლის ძალების თანხვედრასა და ასოციაციას იწვევს. ლოგოზე დატანილი პირამიდა წარმატებული კურსდამთავრებულების მარკერია ადგილობრივ და საერთაშორისო უნივერსიტეტებში, სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით რომ აგრძელებენ სწავლას. პროგრესში მიღებული ცოდნითა და უნარებით ისინი ხდებიან სხვადასხვა კონკურსისა და პროგრამის საერთაშორისო პრიზიორები, იღებენ მიწვევას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებიდან.
ბრენდის მუდმივობა, ასევე, განსხვავებული ნიშა, მიზნისა და არქეტიპის უცვლელობა ქართული და ამერიკული განათლების სფეროში უცვლელად უნარჩუნებს პროგრესს ლიდერის პოზიციას.
ბრენდის უწყვეტ განვითარებაზე ზრუნავს პროგრესული გუნდი, რომელმაც მრავალფეროვანი განათლებისა და მულტიკულტურული გარემოს შექმნით, შესაძლებელი გახადა კერძო სკოლის უნიკალური მოდელი დამკვიდრებულიყო ქვეყნის სამ ქალაქში.
პროგრესი კვლავ აგრძელებს ზრდასა და განვითარებას. დაგროვილი გამოცდილების, გლობალური შესაძლებლობისა და ამერიკული სწავლების ერთობლიობა სკოლას ანიჭებს უპირატესობას მტკიცედ იდგეს ლიდერის პოზიციაზე და უზრუნველყოს დინამიური ბრენდის შემდგომი გაძლიერება.