მედია კლუბი
მედია კლუბის ფარგლებში აქტიურად ფუნქციონირებს ინგლისურენოვანი ჯგუფი სახელწოდებით „The Progress Reporter“.
მე-7 კლასის მოსწავლეები აქტიურად აშუქებენ: სასკოლო ღონისძიებებსა და აქტივობებს, სწავლობენ ინტერვიუს ჩაწერის ტექნიკას, რუბრიკების მიხედვით ინტერვიუების მომზადებას, სხვადასხვა შინაარსის ვიდეო კონტენტის შექმნას, სოციალური მედიის მართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ფოტო/ვიდეო მონტაჟის ხელოვნებას.
კლუბი ყოველი სემესტრის ბოლოს სასკოლო ინგლისურენოვანი გაზეთის მომზადებასა და გამოქვეყნებასაც უზრუნველყოფს. გაზეთი მკითხველს აცნობს პროგრესის ახალ ამბებს, ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, წარმატებულ პროგრესელებს, გასართობ და შემეცნებით სიახლეებს.
მედია კლუბის ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან და სწავლობენ:
- მედიაში ინფორმაციის გავრცელების ტექნიკებს;
- აუდიო და ვიდეო რეპორტაჟების მომზადებას;
- სტატიების წერას;
- სოციალურ მედიაში მუშაობას.
კლუბის სამუშაო პროცესი დაგეგმილია პრაქტიკული ვორქშოპებით, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გამოსცემენ გაზეთის ნომრებს, ამზადებენ ონლაინ სატელევიზიო რეპორტაჟებს, გადაცემებს, ხშირად სტუმრებენ და თანამშრომლებენ ტელევიზიასა და მედია ორგანიზაციებთან, რაც მათ ეხმარებათ რომ გამოუმუშავდეთ შემდეგი უნარები:
- წერითი;
- თანამშრომლობის;
- გუნდური მუშაობის;
- დროის მენეჯმენტის უნარები.