2024-06-05
დებატ კლუბი
დებატების კლუბი აერთიანებს მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან არგუმენტირებული მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებით.
ჯგუფური შეხვედრების საშუალებით, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, გამოხატონ საკუთარი აზრები, ისაუბრონ აქტუალურ თემებზე, მიიღონ მხარდაჭერა და უკუკავშირი, რაც აუცილებელია დებატებში წარმატებული მონაწილეობისთვის.
- კლუბის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ:
- კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას;
- ლოგიკურ და არგუმენტირებულ მსჯელობას, რათა შეძლონ საკუთარი აზრის დამაჯერებლად გამოთქმა;
- ეფექტური კითხვა-პასუხის წარმართვას, რაც აძლევს საშუალებას რომ დებატებში აქტიურად ჩაერთოს და ოპონენტების კითხვებზე სწორად უპასუხოს;
- პრეზენტაციასა და საჯარო გამოსვლას;
- მოსმენის კულტურას;
- გუნდურ მუშაობასა და თანამშრომლობას;
- ორგანიზებულობას;
დებატებში მონაწილეობით ახალგაზრდები სწავლობენ:
- მცირე დროში დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავებას და მის შესაბამისად გამოყენებას;
- სასაუბრო დროის რაციონალურად გამოყენებას, რათა შეძლონ თავიანთი აზრის მაქსიმალურად ეფექტურად გამოთქმა;
- თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და მის დასაბუთებას რეალური მაგალითებით;
- საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვას, რაც აძლევს მათ თავდაჯერებულობას და ორატორულ უნარებს;
- განსხვავებული აზრის პატივისცემას, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული დისკუსიების წარმართვაში;