- დასრულების თარიღი
- 2024-09-12
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი - ბათუმი, აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე, ქალაქ ბათუმში.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა:1
დატვირთვა: სრული.
პოზიციისათვის აუცილებელი მოთხოვნები:
- სასურველია კვალიფიკაცია განათლების მიმართულებით;
- აკადემიური უმაღლესი განათლება;
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სკოლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა;
- ავტორიზაციის, პროგრამების დამატების/კვოტის გაზრდის/მისამართის ცვლილების პროცესებთან დაკავშირებით განაცხადების მომზადებასა და შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობის მიღება;
- პროგრამის განხორციელების ხარისხის შეფასების შედეგების გაანალიზების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- ვერიფიკაციის პროცესში მონაწილეობა, დადგენილი წესის კალენდარული გეგმის მოდულთან შესაბამისობის შემოწმება პროგრამის შეფასების პროცესში;
- პროფესიული სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის მინიჭებამდე, დადგენილი წესის მიხედვით, პროფესიულ სტუდენტთა სტატუსთან და შეფასებასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაციისა და რეესტრის ბაზის ანალიზი, პროცესების ვერიფიკაცია;
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების მიზნით, პროფესიულ სტუდენტთა რეგისტრაციის, ჩარიცხვის, კვალიფიკაციის მინიჭების, სტატუსის შეჩერება/შეწყვეტის, მობილობის, დასაქმების სტატისტიკის ანალიზი;
- პერსონალის საქმიანობის შეფასების და პროფესიული განვითარების საჭიროებათა კვლევაში მონაწილეობის მიღება;
- პროგრამის ხელმძღვანელთა კონსულტირება პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით;
- ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმის შესაბამისად, მონაწილეობა დაწესებულების რესურსების რეგულარულ შეფასებასა და განვითარებაში;
- პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა კმაყოფილების, პროფესიული განათლების მასწავლებელთა, დამსაქმებელთა გამოკითხვა ხარისხის მართვის სამსახურის უფროსთან შეთანხმებული კვლევის ინსტრუმენტებით;
- თვითშეფასების ელექტრონულ ბაზის მართვა;
- უშუალო უფროსის ხელმძღვანელობით ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებთან მიმართებაში.
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
სამუშაოზე მიღებისას მოთხოვნილი აქტები და სხვა:
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება;
- ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს შრომის კოდექსი;
- სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები;
- სკოლის შინაგანაწესი.
კომპეტეცია/პიროვნული მახასიათებლები:
- სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგიის ცოდნა;
- კვლევების მეთოდოლოგიის ცოდნა და უნარი;
- ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი მეტყველება;
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint);
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
- გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- კომუნიკაციის კარგი უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაციის კარგი უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გამოცდილება:
განათლების მიმართულებით მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება
ანაზღაურება:
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად.
განაცხადის შემოტანის პროცესი:
აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე (СV) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrbatumi@schoolprogress.ge მეილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობის დასახელება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 579333370
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 12 სექტემბერი.
ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
აპლიკანტთა დოკუმენტაციის განხილვისას სრულად იქნება დაცული საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.