2025-07-17
პროგრესის სკოლის მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ეწვივნენ სტრასბურგს, სადაც მათთვის გაიმართა საგანმანათლებლო შეხვედრა ევროპის საბჭოში!
შეხვედრაზე განხილული იყო:
- ევროპის საბჭოს როლი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის საქმეში.
- დემოკრატიის გამაძლიერებელი მექანიზმები რეგიონში.
- საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა და მხარდამჭერი პროგრამები.
პროგრესელებმა ასევე დაიკავეს დამკვირვებლის ადგილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე და თავად იხილეს, როგორ მიმდინარეობს დემოკრატიული დებატები ევროპულ სივრცეში.
დელეგაციისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა მოულოდნელი, მაგრამ განსაკუთრებული შეხვედრა მალტის პრემიერ-მინისტრ რობერტ აბელასთან ევროპის საბჭოს დერეფნებში.
ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პროგრესის მისიას — დააკავშიროს ქართველი მოსწავლეები დასავლურ ღირებულებებს და შესთავაზოს მათ საერთაშორისო განათლება.