დამფუძნებლები
შპს ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი- ბათუმის დამფუძნებლებია: ,,პროგრს ედუქეიშენ გრუფ" და ,,ანაგი განათლება".
ინოვაციური და თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა პროგრესმა 2022 წლიდან დაიწყო. პირველი მასშტაბური პროექტი 34 წლიანი სამშენებლო ისტორიის მქონე კომპანია “ანაგთან” პარტნიორობით განხორციელდა. „ანაგი განათლებასთან" თანამშრომლობით ბათუმში პროგრესის ახალი ინოვაციური კამპუსი გაიხსნა, რომლის ინვესტიცია 7 მილიონი ევრო იყო.
1000 მოსწავლეზე გათვლილი შენობა ინფრასტრუქტურითა და მოწყობით თანამედროვე სკოლის მაგალითია. თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო და საკონფერენციო დარბაზები, მოსასვენებელი, სამზარეულო, ფიზიკური აღზრდის და სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობებისთვის განკუთვნილი სპორტდარბაზი – სკოლა მომავალი თაობის სრულყოფილი აღზრდისთვის საჭირო ყველა პირობას და სტანდარტს აკმაყოფილებს. სკოლა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის საჭირო რესურსით (ლიფტი, პანდუსები, საპირფარეშოები).
ინტერაქტიული სწავლისთვის ყველა საკლასო ოთახში განთავსებულია სმარტ დაფები, რომელიც სწავლა/სწავლების პროცესს მრავალფეროვანს ხდის. უსაფრთხოებას უზრუნველყოფს დაცვითი, პერიმეტრული, სახანძრო და გარე ვიდეოკონტროლის სისტემები, 24 საათიანი დაცვის სამსახური.
ბათუმში წარმატებული პარტნიორობის შემდგომ, ახლა უკვე მიმდინარეობს თბილისში პროგრესის ახალი კამპუსის პროექტირება, რომლის ინვესტიცია 10 000 000 ევრო იქნება. თბილისის ახალი კამპუსი 2026-2027 სასწავლო წლისთვის 1200 სტუდენტის მიღებას შეძლებს. ჩვენი მიზანია თანამოაზრე ორგანიზაციებთან პარტნიორობით და ინვესტიციებით ინოვაციური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნა და გაძლიერება.