პროფესიული განათლება
პროგრესის საერთაშორისო განათლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, ორი საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესწავლის შესაძლებლობა აქვთ დაინტერესებულ პირებს:
- კომპიუტერული ქსელი და სისტემები;
- ვებტექნოლოგიები.
პროგრამებზე სწავლა შეუძლია მსმენელების ორ კატეგორიას:
- საბაზო (9 კლასის) განათლების მქონე პირები - ინტეგრირებულ პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში პარალელურად ეუფლებიან პროფესიულ და ზოგად განათლებას, პროგრამა გრძელდება 3 წელი და მოიცავს მე-10, მე-11 და მე-12 კლასების ფარგლებში მისაღწევ სწავლის შედეგებს. პროგრამის დასრულების შემდეგ მიიღებენ სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს.
- ზრდასრულები - არაინტეგრირებულ პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს შეუძლიათ დაეუფლონ სასურველ პროფესიას და მიიღონ სახელმწიფოსგან აღიარებული პროფესიული დიპლომი (ვებტექნოლოგიები 12 თვე; კომპიუტერული ქსელი და სისტემები - 16 თვე).
პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიან კურსებზე სწავლების შესაძლებლობა აქვთ შემდეგი მიმართულებით:
- სასტუმროს გაყიდვები;
- სასტუმროს საოპერაციო დეპარტამენტების ოპერირება;
- აპარტ ოტელის ოპერირება;
- სპას საოპერაციო პროცედურები.
თეორიული სწავლება და პრაქტიკული გამოცდილება
პროგრამებით სწავლების ძირითად კონპონენტს წარმოადგენს პრაქტიკული უნარების განვითარება. პრაქტიკული სწავლების პროცესში მსმენელები ქმნიან პორტფოლიოს და მომზადებული წარდგებიან დამსაქმებლის წინაშე.
პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული მიიღებს პროფესიულ დიპლომს, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო შრომის ბაზარზე. ასევე, სკოლას ჰყავს ძლიერი პარტნიორი ორგანიზაციები, სადაც სტაჟირების გავლისა და დასაქმების პერსპექტივა აქვს.
სკოლაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ულტრათანამედროვე, უსაფრთხო, შშმ პირთათვის ადაპტირებული სასწავლო გარემოა. შედეგზე ორიენტირებულ სწავლებას დარგის კვალიფიციური და პროფესიონალი პედაგოგები უზრუნველყოფენ.