პროფესიული განათლება
2024 წელს ამერიკულმა საერთაშორისო სკოლა პროგრესი - ბათუმმა მოიპოვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება.
დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით შეისწავლონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:
- კომპიუტერული ქსელი და სისტემები;
- Front end დეველოპმენტი;
პროგრამები ხორციელდება ინტეგრირებული და არაინტეგრირებული მიდგომით, რაც შესაძლებლობას აძლევს ყველა დაინტერესებულ პირს დაეუფლონ პროფესიას და მიიღონ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი დიპლომი.
პროგრამებზე სწავლა შეუძლია პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირთა ორ კატეგორიას:
- საბაზო განათლების მქონე პირები - ინტეგრირებულ პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში პარალელურად ეუფლებიან პროფესიულ და ზოგად განათლებას. პროგრამა გრძელდება 2 წელი. პროგრამაში ინტეგრირებულია საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. კურსდამთავრებულები მიიღებენ სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ ორენოვან დიპლომს(დანართით).
- ზრდასრულები - არაინტეგრირებულ პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს შეუძლიათ დაეუფლონ პროფესიას და მიიღონ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვან დიპლომი(დანართი).
მაღალი ხარისხის სასწავლო პროცესს განახორციელებენ დარგში გამოცდილი წამყვანი სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ პროგრამის შესაბამისი მრავალწლიანი, პრაქტიკული, სამუშაო და სწავლების გამოცდილება.
სკოლა გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ულტრათანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებს, უსაფრთხო და შშმ პირთათვის ადაპტირებულ სასწავლო გარემოს.
პროფესიული მომზადების პროგრამები
- სასტუმროს საოპერაციო დეპარტამენტების ოპერირება;
- აპარტ ოტელის ოპერირება;
პროფესიული მომზადების პროგრამებს სკოლა ახორციელებს პარტნიორი კომპანიის მხარდაჭერით. სწავლების პრაქტიკულ კომპონენტს მსმენელები გაივლიან რეალურ სამუშაო გარემოში, პარნიორი კომპანიის ბაზაზე.
სასწავლო პროცესს განახორციელებენ მოწვეული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც არის მინიმუმ 18 წლის და აქვს საშუალო ზოგადი განათლება.
კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს, დანართით.
მოკლევადიანი ტრენინგ-კურსები
- ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მოკლევადიან ტრენინგ-კურსებს:
- სასტუმროს გაყიდვები;
- სასტუმროს საოპერაციო დეპარტამენტების ოპერირება;
- აპარტ ოტელის ოპერირება;
- სპას საოპერაციო პროცედურები.
ტრენინგ კურსზე ჩარიცხვის უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც არის მინიმუმ 18 წლის, კურსდამთავრებული მიიღებს ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი - 2025